saqarTvelos mdinareebi - aleura

ტერიტორიული ერთეულები ახალგორის მუნიციპალიტეტი
სათავე ალევის ქედი
სიგრძე 21 კმ
აუზის ფართობი 95 კმ²

 

მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 95 კმ². სათავე აქვს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე საფერშეთის მთის მახლობლად. მიედინება ღრმა და ვიწრო ტყიან ხეობაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა - გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.